ფეხბურთი

23:39 | 6.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ლაიფციგმა“ ბუნდესლიგის მე-13 ტურის მატჩში „აინტრახტი“ გაანადგურა

გერმანიის ბუნდესლიგის მე-13 ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიანი მატჩი „ლაიფციგსა“ და „აინტრახტს“ შორის დასრულდა. მასპინძლებმა 6:0 გაიმაარჯვეს.

კონრად ჰარდერმა ანგარიში მეხუთე წუთზე გახსნა. 32-ე წუთზე კრისტოფ ბაუმგარტნერმა მასპინძელი გუნდის უპირატესობა გააორმაგა. მეორე ტაიმის დასაწყისში იან დიომანდემ მესამე გოლი გაიტანა, შემდეგ კი 55-ე წუთზე დუბლით ანგარიში 4:0 გახადა. შვიდი წუთის შემდეგ დავიდ რაუმმა პენალტით გაიტანა გოლი, ხოლო 65-ე წუთზე დიომანდემ ჰეთ-თრიქი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ბუნდესლიგის 13 მატჩის შემდეგ, „ლაიფციგი“ 29 ქულით ცხრილში მეორე ადგილზეა. „აინტრახტს“ 21 ქულა აქვს და მეშვიდე პოზიციაზეა.

გერმანია. ბუნდესლიგა. მე-13 ტური. 6 დეკემბერი: შტუტგარტი - ბაიერნი 0:5, ჰაიდემჰაიმი - ფრაიბურგი 2:1, კიოლნი - ზანქტ პაული 1:1, ვოლფსბურგი - იუნიონ ბერლინი 3:1, აუგსბურგი - ლევერკუზენი 2:0, ლაიფციგი - აინტრახტი 6:0

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095959