ფეხბურთი

23:17 | 6.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერმა“ „კომო“ გაანადგურა და სერია A-ს ცხრილში პირველ ადგილზე ავიდა

იტალიის სერია A-ს მე-10 ტურის მატჩი, „ინტერსა“ და „კომოს“ შორის მილანელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა.

მატჩის პირველი გოლი „ინტერის“ თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა მე-11 წუთზე გაიტანა. მეორე ტაიმში, 59-ე წუთზე, თავდამსხმელმა მარკუს ტურამმა მასპინძელი გუნდის უპირატესობა გაზარდა. 81-ე წუთზე, „ინტერის“ ნახევარმცველმა ჰაქან ჩალჰანოღლუმ ანგარიში გამანადურებელი გახადა. მატჩის ბოლოს მცველმა კარლოს აუგუსტომ ანგარიში 4:0 დააფიქსირა.

14 მატჩის შემდეგ, „ინტერი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 30 ქულით პირველ ადგილზეა, „კომო“ კი იტალიის ჩემპიონატში 24 ქულით მეექვსე ადგილზეა.

თეგებიინტერიკომო
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092735