ეროვნული ლიგა 2-ის სეზონი დასრულდა და ყველა ვერდიქტი. ბოლო ტურში პლეი-ოფის და პლეი-აუტის მონაწილეები ირკვეოდა.
„მეშახტემ“ სტუმრად „რუსთავს“ 2:1 მოუგო და 52 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, რითაც პლეი-ოფში ითამაშებს, სადაც „თელავს“ ორმატჩიან დუელში შეხვდება ეროვნული ლიგის საგზურისთვის.
მარტვილის „მერანმა“ სტუმრად „სამტრედიასთან“ 2:1 იმარჯვა, მაგრამ ვინაიდან „მეშახტეს“ ფეხი არ დაუცდა, მარტვილელები 50 ქულით მეოთხე ადგილს დასჯერდნენ და მომდევნო სეზონსაც ელიგა 2-ში გაატარებენ.
თბილისის „ლოკომოტივმა“ „დინამო 2“ 5:1 გაანადგურა, მაგრამ პლეი-აუტის ზონა ვერ დატოვა, რადგან მისმა კონკურენტმა „სიონმა“ ზედიზედ მეოთხედ მოიგო, „გონიოს“ 5:0 სძლია და 48 ქულით მეხუთე ადგილზე გავიდა.
ამგვარად: ეროვნულ ლიგაში „რუსთავი“ აღზევდა (ფოთის „კოლხეთის“ ეროვნული ლიგიდან დაქვეითდა), პლეი-ოფში გადასასვლელად „სპაერი“ „გარეჯს“ და „მეშახტე“ „თელავს“ შეხვდება.
ლიგა 3-ში გავარდნენ „გონიო“ და „დინამო თბილისი 2“, ხოლო პლეი-აუტში დასარჩენად „ლოკომოტივი“ „არაგვს“ და „იბერია 2“ „ოდიშს“ შეხვდება. ლიგა 3-დან ეროვნულ ლიგა 2-ში აღზევდნენ „შტურმი“ და „გორი“, ხოლო ლიგა 4-ში გავარდნენ ხობის „კოლხეთი“, „ბორჯომი“ და „ბახმარო“. თავის მხრივ, ლიგა 4-დან ლიგა 3-ში გადავდნენ „იბერია 2010“, „ივერია“ და ლანჩხუთის „გურია“, ხოლო რეგიონალიგაში გავარდნენ „ზესტაფონი“, „სულორი“, „ზანა“ და „მაჭახელა“.
| 1. | რუსთავი | 36 | 21 | 8 | 7 | 62 | 30 | 32 | 71 |
| 2. | სპაერი | 36 | 17 | 13 | 6 | 54 | 34 | 20 | 64 |
| 3. | მეშახტე | 36 | 13 | 13 | 10 | 34 | 25 | 9 | 52 |
| 4. | მერანი | 36 | 13 | 11 | 12 | 41 | 55 | -14 | 50 |
| 5. | სიონი | 36 | 12 | 12 | 12 | 50 | 44 | 6 | 48 |
| 6. | სამტრედია | 36 | 11 | 13 | 12 | 44 | 42 | 2 | 46 |
| 7. | ლოკომოტივი | 36 | 11 | 12 | 13 | 54 | 55 | -1 | 45 |
| 8. | იბერია 2 | 36 | 10 | 12 | 14 | 40 | 44 | -4 | 42 |
| 9. | გონიო | 36 | 9 | 10 | 17 | 42 | 57 | -15 | 37 |
| 10. | დინამო 2 | 36 | 6 | 10 | 20 | 41 | 76 | -35 | 28 |





