‘შავი ლომის’ მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა 2025/2026 წლების ჩელენჯ თასის პირველი მატჩისთვის შემადგენლობა შეარჩია. ჩვენი გუნდი 6 დეკემბერს „ავჭალაზე“ ფრანგული ტოპ 14-ის ‘მონპელიეს’ უმასპინძლებს. თამაში 19:15 საათზე დაიწყება.
შერკინების პირველ ხაზში თამაშს ნიკოლოზ ხატიაშვილი, ირაკლი ქვათაძე და კახა დარბაიძე იწყებენ; მეორე ხაზში გუნდის კაპიტან მიხეილ ბაბუნაშვილს დემურ ეფრემიძე შეუწყვილდება, მესამე ხაზში კი სანდრო მამამთავრიშვილს, გიორგი ცუცქირიძეს და გიორგი სინაურიძეს ვიხილავთ.
ღერძზე თენგიზ პერანიძესა და ლუკა ცირეკიძეს ვიხილავთ. ცენტრში თამაშს თორნიკე კახოიძე და დემე თაფლაძე იწყებენ, ფრთებზე შალვა აფციაური და აკა ტაბუცაძე იდგებიან, ფულბეკი კი ლუკა თაყაიშვილია.
ქოქრილმა მარქაფაში 6 მორკინალი დააყენა. გუნდს უბრუნდება გამოცდილი კვაჭი შალვა მამუკაშვილი. ბუჯებს ასევე გამოცდილი ვასილ კაკოვინი და გიორგი ჩხარტიშვილი შეცვლიან, მეორე ხაზში გიორგი ნიკოლაძეს ვიხილავთ, მესამეში კი გიორგი კერვალიშვილს და ლაშა ციხისთავს. ხაზში შეცვლაზე გიორგი სპანდერაშვილი და ალექსანდრე თოდუა შევლენ.
2025/2026 წლების ჩელენჯ თასი
პირველი ჯგუფი. პირველი ტური
6 დეკემბერი. შაბათი. 19:15 საათი
თბილისი. „ავჭალა“
შავი ლომი (საქართველო) - მონპელიე (საფრანგეთი)
შავი ლომი
ხაზი: 15. ლუკა თაყაიშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. შალვა აფციაური, 10. ლუკა ცირეკიძე, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. კახაბერ დარბაიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ.), 5. დემურ ეფრემიძე, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. გიორგი სინაურიძე.
მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ვასილ კაკოვინი, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. გიორგი ნიკოლაძე, 20. გიორგი კერვალიშვილი, 21. ლაშა ციხისთავი; 22. გიორგი სპანდერაშვილი, 23. ალექსანდრე თოდუა.
RUGBY.GE









