NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ „შარლოტ ჰორნეტსს“ უმასპინძლა, რომელთანაც თითქმის უშანსოდ, 86:111 დამარცხდა და ბოლო ხუთ შეხვედრაში მეოთხე მარცხი იწვნია.
მამუკელაშვილს 16 წუთი მიეცა სათამაშოდ და თავის გუნდს 3 ქულით, 3 მოხსნით, 1 პასით და 2 დაფარებით დაეხმარა. სანდრომ 3-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა.
„ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 15 მოგებით და 9 წაგებით მესამე ადგილზეა, მომდევნო მატჩს 7 დეკემბერს, „ბოსტონ სელტიქსთან“ შინ გამართავს.









