NBA-ში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „მაიამი ჰიტს“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში, 106:105 დაამარცხა.
ბითაძეს საკმაოდ კარგი თამაში ჰქონდა, რომელმაც 20 წუთში 8 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამქულიანი არ უსვრია.
„მეჯიქის“ გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი ფრანც ვაგნერმა შეიტანა, რომელმაც 32 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა.
„ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 14 მოგებით და 9 წაგებით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 7 დეკემბერს, სტუმრად „ნიუ იორკ ნიქსთან“ ჩაატარებს.









