ფეხბურთი

22:20 | 5.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ დონალდ ტრამპი მშვიდობის პრემიით დააჯილდოვა

ფიფამ მშვიდობის ჯილდო დააწესა, რომლის პირველი გამარჯვებული აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა.

ვაშინგტონში, მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრაზე ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ტრამპს სპეციალური თასი და მედალი გადასცა, ხოლო ტრამპმა სცენაზე განაცხადა, რომ ეს მისი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი ჯილდოა:

„ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯილდოა. მილიონობით სიცოცხლე გადავარჩინეთ, მოვახერხეთ ბევრი ომის შეჩერება. მინდა მადლობა გადავუხად ჩემს ოჯახს, პირველ ლედს, მელანიას“, - თქვა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატს ამერიკის გარდა, მექსიკა და კანადა უმასპინძლებენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097818