UFC-ის ლეგენდარულმა გამომცხადებელმა ბრიუს ბაფერმა სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა - The One, The only. ეს ყველაფერი იმას მიანიშნებს, რომ ბუფერი ამ ლეგენდარული ფრაზის გამოყენებას UFC322-ზე აპირებს. ღონისძიების მთავარი მოვლენა მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის დაპირისპირება იქნება, სადაც ქართველი "მანქანა" მიმდინარე წელს მეოთხედ ეცდება საჩემპიონო ქამრის დაცვას.
როგორც არაერთმა უცხოურმა გამოცემამ დაწერა, ბრიუს ბაფერი "The One, The only"- ამ ფრაზის გამოყენებას სწორედ მერაბ დვალიშვილის გამოცხადების დროს აპირებს, რითაც ქართველი გახდება მეოთხე მებრძოლი, რომელსაც ბაფერი ასე გამოაცხადებს. აქამდე ამ ფრაზით მხოლოდ სამი მებრძოლი არის გამოცხადებული: ჯონ ჯონსი, კონორ მაკგრეგორი და ალექს პერეირა.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის დაპირისპირება საქართველოს დროით 7 დეკებერს გამტენიისას გაიმართება.









