სულ ცოტა დრო რჩება UFC 322-ის გამართვამდე, სადაც მთავარ ორთაბრძოლაში სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამრის დაცვას პიოტრ იანის წინააღმდეგ შეეცდება. ბრძოლამდე მებრძოლებს შორის პირველი პირისპირ დგომი გაიმართა, რის შემდეგაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.
მერაბ დვალიშვილი - "ჩემი მიზანი რა თქმა უნდა, ფინიშით მოგებაა, მითუმეტეს პიოტრ იანი ჯერ აქამდე არავის გაუთიშავს.თუმცა მთავარი მაინც გამარჯვებაა, რადგან ეს ისტორიული და რეკორდული შედეგი იქნება. პიოტრს ჩემთან გამარჯვების ერთადერთი შანსი ნოკაუტია, მაგრამ საქმე თუ მსაჯების გადაწყვეტილებამდე მივა შანსი არ ექნება
იანი თავს იმართლებს და მიზეზებს ეძებს, მიპასუხე ახლა, რომ დაგამარცხებ გაქვს რაიმე დაზიანება? მხოლოდ ერთი სიტყვით მიპასუხე კი ან არა?
ვეგასი ჩემი სახლი არ არის, ჩემი სახლი საქართველოა. აქ მხოლოდ იმიტომ ვცხოვრობ, რომ მინდა ჩემპიონი ვიყო. იანსაც შეუძლია იგივე გააკეთოს, თუმცა ტაილანდში კომფორტულად ცხოვრობს. არავისთვის არ არის ახალი ინფორმაცია, რომ UFC უფრო მეტ ბრძოლებს ვეგასსში ატარებს, მაგრამ ჩვენ მებრძოლები ვართ და სადაც მოგვიწევს ჩხუბი იქ უნდა გავფრინდეთ.
თავს ძალიან კარგად ვგრძნობ იქ სადაც ვარ, არ მინდა წონების შეცვლა და აქეთ იქით ხტუნაობა. მინდა, რომ ჩემი დივიზიონი გავწმინდო და ყველა კონკურენტი დავამარცხო. თუ ორგანიზაცია წონის შეცვლას და რამდენიმე დიდი ბრძოლის ჩატარებას მომთხოვს შესაძლოა მოხდეს, თუმცა ახლა ამ ვაჟბატონზე ვარ კონცენტრირებული, მას ჩემი დამარცხება სურს, თუმცა აქ იმიტომ ვარ, რომ ამის საშუალება არ მივცე".
პიოტრ იანი - "პირველი ბრძოლის დროს მარჯვენა ხელი მოტეხილი მქონდა და ფაქტიურად ერთი ხელით ვიბრძოდი. მას ამ ბრძოლაში თუ სწორად მახსოვს 49 წაქცევის მცდელობა ჰქონდა მაგრამ უშედეგოდ. ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნება, შაბათს საღამოს განსხვავებულ იანს იხილავთ, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია.
ჩემთვის საერთოდ არაფერს არ ნიშნავს ის ფაქტი, რომ მერაბი ბრძოლამდე 5 რაუნდს სპარინგობს. თუ ის ფიქრობს, რომ ეს კარგია უნდა გააკეთოს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი მანქანა ერთ დრეს ფუჭდება. შაბათს საღამოს გულშემატკივარი კარგ სანახაობას იხილავს. ჩემი მიზანი მერაბის გათიშვაა".
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის დაპირისპირება საქართველოს დროით 7 დეკებერს გამტენიისას გაიმართება.









