სერია A-ში ნოემბრის საუკეთესო ფეხბურთელად „ნაპოლის“ გარემარბი დავიდ ნერეში დასახელდა.
ბრაზილიელი შესანიშნავ ფორმაშია და ნოემბერში იტალიის ჩემპიონატის ოთხ მატჩში 3 გოლი გაიტანა. მან დუბლი შეასრულა „ატალანტასთან“, ხოლო „რომასთან“ გამარჯვების გოლით გამოირჩა.
ნერეშმა ნიკოლო ძანიოლოს (უდინეზე), ჯეიმი ვარდის (კრემონეზე), ლეო ოსტიგორს (ჯენოა), ლაუტარო მარტინესს (ინტერს) და მაიკ მენიოს (მილანი) აჯობა.






