რამდენიმე კლუბი გამოთქვამს ინტერესს „ლივერპულის“ თავდამსხმელის ფედერიკო კიეზას მიმართ. ამის შესახებ სპორტულმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ სოციალურ ქსელში განაცხადა. მისი თქმით, იტალიელს სერია A-ს ორი და ლა ლიგის ერთი კლუბი აკვირდება.
თუმცა, კიეზა ტრანსფერით არ არის დაინტერესებული და „ლივერპულში“ დარჩენა სურს. იტალიელი კლუბს 2024 წლის ზაფხულში „იუვენტუსიდან“ შეუერთდა. მისი მოქმედი კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც ის წელიწადში 5 მილიონ ევროს იღებს, 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
ამჟამად კიეზამ 2025/2026 წლების სეზონში სამ ტურნირში 15 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.






