„ფლამენგომ“ ბრაზილიის ჩემპიონის ტიტული ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვა. 3-4 დეკემბრის ღამეს, რიო-დე-ჟანეიროს კლუბმა ბრაზილიის სერია A-ს 37-ე ტურის საშინაო მატჩში „მარაკანას“ სტადიონზე „სეარა“ 1:0 დაამარცხა.
ნახევარმცველმა სამუელ ლინომ ერთადერთი გოლი მატჩის 37-ე წუთზე გაიტანა, კოლუმბიელი ნახევარმცველის, ხორხე კარასკალის საგოლე გადაცემით.
„ფლამენგოს“ 37 მატჩში 78 ქულა აქვს და ერთი ტურით ადრე, ის უახლოეს მეტოქე „პალმეირასს“ ხუთი ქულით უსწრებს, რომელმაც მეორე თამაშში „ატლეტიკო მინეირუს“ სტუმრად 3:0 მოუგო.









