ფეხბურთი

16:47 | 28.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფლიკმა "ჩელსისთან" მიღებული წითელი ბარათის გამო რონალდ არაუხო დასაჯა

კატალონიის "ბარსელონას" მცველი რონალდ არაუხო ჰანსი ფლიკმა დასაჯა და ურუგვაელი მცველი უკვე მეორე დღეა მთავარ გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემები ავრცელებენ.

როგორც ცნობილი ხდება, ჰანსი ფლიკმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც არაუხომ გუნდი "ჩელსის" წინააღმდეგ დააღალატა. ურუგვაელმა ჯერ 32-ე წუთზე მიიღო ყვითელი ბარათი, ხოლო ტაიმის მიწურულს შეხვედრის მთავარმა მსაჯმა მას მეორე ყვითელი და შესაბამისად წითელი უჩვენა.

წყაროს ცნობით, მატჩის შემდეგ არაუხოსა და ფლიკს შორის სერიოზულ უთანხმოებას ჰქონდა ადგილი და სასჯელის ერთ-ერთი მიზეზი ესაც გახდა. არაუხო ამჟამად მეორე გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" მომდევნო მატჩს ლა ლიგის ეგიდით 29 ნოემბერს გამართავს და "ალავესს" უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.167935