„ლაიფციგის“ თავდამსხმელი ტიმო ვერნერი იმედოვნებს, რომ კარიერას „ინტერ მაიამიში“ გააგრძელებს - წერს Bild.
წყაროს ცნობით, 29 წლის გერმანელი დაინტერესებულია MLS კლუბის პროექტით. მას ასევე მოსწონს ლიონელ მესისთან ერთად თამაშის იდეა.
ამ სეზონში ვერნერმა ბუნდესლიგაში ერთი მატჩი ჩაატარა და ერთი წუთი ითამაშა. 2022 წლის ზაფხულში თავდამსხმელი გერმანულ კლუბში „ჩელსიდან“ დაბრუნდა, სადაც 2020 წლიდან თამაშობდა.
ვერნერი ადრე ასევე თამაშობდა „ტოტენჰემ ჰოტსპურსა“ და „შტუტგარტში“. მან გერმანიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 57 მატჩში 24 გოლი გაიტანა.






