RMC Sport-ის ჟურნალისტმა დანიელ რიოლომ ლუის ენრიკე გააკრიტიკა მარჯვენა ფლანგზე ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის გამო.
ის ფიქრობს, რომ კვარაცხელია უფრო ეფექტურია, როდესაც მარცხენა ფლანგზეა, რაც მისი საყვარელი პოზიციაა:
„ლუის ენრიკე მრავალფეროვნებით არის გატაცებული. ის იყო მოთამაშე, რომელსაც შეეძლო ნებისმიერ ადგილას თამაში, სხვებს ამის გაკეთება არ შეუძლიათ. კვარა ასეთი არ არის, ეს არ მუშაობს“, - თქვა რიოლომ „ტოტენჰემთან“ მატჩის შემდეგ.
ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ოთხ მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი და ორჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირზე მისი მონაგარი 16 შეხვედრაში 3 გოლი და 5 საგოლე პასია.









