კალათბურთი

2:24 | 27.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 15 ქულა ევროლიგაში: თორნიკე ახლა ნაკრებს დაეხმარება

ევროლიგის მე-13 ტურში „ბარსელონამ“ „ლიონ-ვილერბანი“ 88:78 დაამარცხა, ხოლო საქართველოს ნაკრებში ჩამოსვლამდე თორნიკე შენგელიამ კარგად ითამაშა.

შენგელიამ 21 წუთში 15 ქულა, 6 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 12-დან 5 ორქულიანი და 5-დან საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი, 12 გამოდგა.

თორნიკე დილით თბილისში გამოეგმზავრება და საღამოს, უკვე უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ საქართველოს ნაკრებს უკაპიტნებს. ასე რომ, 22-საათიან ინტერვალში ის ორ მატჩს ჩაატარებს, სხვადასხვა ქვეყანაში!

„ბარსელონა“ 8 მოგებით და 5 წაგებით მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 5 დეკემბერს, „ცრვენა ზვეზდას“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099207