ფეხბურთი

20:55 | 26.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

"კოლხეთი" დაქვეითდა, "იბერიამ" და "დილამ" მოიგეს

საქართველოს ეროვნული ლიგის 34-ე ტურის შემდეგ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში სიტუაცია უცვლელი დარჩა - „იბერიამ“ და „დილამ“ მოიგეს.

თბილისის „იბერიამ“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა და ძალიან გაუჭირდა, მაგრამ მაინც მოიგო. ყველაფერი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 82-ე წუთზე ამირან ძაგანიამ გაიტანა. შედეგად, „იბერიამ“ ლიდერობა შეინარჩუნა.

„დილამ“ საკუთარ მოედანზე „სამგურალს“ უმასპინძლა, რომელსაც 2:1 სძლია. პირველივე ტაიმში დეო ბასინგამ და აბუბაქარ კონტემ გაიტანეს, რასაც სტუმრებმა ბოლოს პრესტიჟის გოლით უპასუხეს და დიეგო ლონგოს გუნდია დაგეგმილი ქულები მოიპოვა.

შედეგად, ორივე გუნდს 74-74 ქულა აქვს, მაგრამ „იბერიამ“ „დილას“ სეზონში ოთხივე მატჩი მოუგო, რაც თანაბარ ქულებზე უპირატესია, ამიტომ, თბილისური გუნდი პირველ ადგილზეა. მომდევნო ტურში „იბერია“ „გარეჯს“ შეხვდება, ხოლო „დილა“ – „კოლხეთს“.

„კოლხეთს“, რომელიც ეროვნული ლიგიდან გავარდა. ფოთელებმა სტუმრად ქუთაისის „ტორპედოსთან“ 0:4 წააგეს და 22 ქულით ბოლო ადგილზე არიან. დარჩენილ ორ ტურში „კოლხეთი“ ამ პოზიციას თავს ვერ დააღწევს.

„ტორპედომ“ 59 ქულა დააგროვა და მესამეა, დირკ შუსტერის გუნდი 4 ქულით უსწრებს „დინამო თბილისს“, რომელსაც მომდევნო ტურში უნდა შეხვდეს.

„იბერია“ – „დინამო თბილისი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ძაგანია (82)

„ტორპედო“ – „კოლხეთი“ 4:0 (2:0)

გოლები: 1:0 ღუდუშაური (5), 2:0 ანდრიჩი (39), 3:0 იონსენი (52), 4:0 მამუჩაშვილი (74)

„დილა“ – „სამგურალი“ 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 ბასინგა (14), 2:0 კონტე (41), 2:1 ჯანჯღავა (90)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096841