„სარაევოს“ თავდამსხმელის, გიორგი გულიაშვილის შეძენა „დინამო ზაგრებს“, შვედურ „აიკს“ და კიდევ ერთ უკრაინულ კლუბს სურს, რომლის სახელი არ ვრცელდება.
ბოსნიური მედიის ინფორმაციით, „სარაევომ“ შეთავაზებები მიიღო, მაგრამ მათ უკრაინული კლუბი და „აიკი“ უარით გაისტუმრეს, ხოლო „დინამო ზაგრებთან“ მოლაპარაკებები შეიძლება გაგრძელდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბოსნიის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში გულიაშვილი ტრავმის მიღების რისკის გამო არ ათამაშეს, რაც პოტენციურ ტრანსფერს უკავშირდება.
თავის მხრივ, შვედური მედია წერს, რომ „აიკმა“ „სარაევოსგან“ უარი კი მიიღო, მაგრამ ჯერჯერობით, ტრანსფერზე საბოლოოდ უარის თქმას არ აპირებს და კიდევ ეცდება, რომ ბოსნიელები დაარწმუნონ.
გიორგი გულიაშვილმა ბოსნიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და საგოლე პასი 5-ჯერ მიითვალა.









