გრაცის „შტურმის“ ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა „ლასკ ლინცთან“ მორიგი მარცხის (1:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„შტურმი“ კიტეიშვილის გოლით იგებდა, თუმცა შემდეგ სამი გოლი გაუშვა და ისევ წააგო. ქართველი თვითკრიტიკული იყო და აღნიშნა:
„კარგად ვერ ვითამაშეთ, ბევრი მარტივი შეცდომა დავუშვით, განსაკუთრებით დაცვაში. მთელი გუნდია დამნაშავე, არა მხოლოდ დაცვა. არ ვიცი, რაშია პრობლემა, მაგრამ რაღაც უნდა შეიცვალოს, ასე ვერ გაგრძელდება“, - თქვა კიტეიშვილმა.
ოთარ კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი და ორჯერ საგოლე პასით გამოირჩა, ხოლო კონკრეტულად ავსტრიის ბუნდესლიგაში 11 თამაშში 7 გოლი გაიტანა და 2 ასისტი მიითვალა.
„შტურმმა“ ბოლო ოთხ ტურში ერთადერთი ქულა მოიპოვა და 22 ქულით მე-5 საფეხურს იკავებს, 30 ნოემბერს კი, "ჰარტბერგს" დაუპირისპირდება.









