კალათბურთი

1:05 | 24.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

დუდა სანაძის 19 ქულა ესპანეთში

ესპანეთის საკალათბურთო მეორე დივიზიონის მეცხრე ტურში დუდა სანაძის „პალმერ ბასკეტი“ სტუმრად „მელილიასთან“ 76:90 დამარცხდა, თუმცა, ქართველს შესანიშნავი თამაში ჰქონდა.

სანაძემ 30 წუთში 19 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა. დუდამ 12-დან 5 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. ის ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო. აღსანიშნავია, რომ სანაძემ „პალმერში“ მესამე მატჩი ჩაატარა და ყველა შემთხვევაში საუკეთესო გახდა.

„პალმერ ბასკეტი“ 1 მოგებით და 7 წაგებით ბოლო ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 7 დეკემბერს, „ესტუდიანტესს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.168423