ინგლისის პრემიერლიგის მე-12 ტურში ჩრდილოლონდონურ დერბიში „არსენალმა“ „ტოტენჰემს“ უმასპინძლა, რომელიც 4:1 გაანადგურა.
პირველი ტაიმის მიწურულს მიკელ არტეტას გუნდმა ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა, ლეანდრო ტროსარისა და ებერეჩი ეზეს გოლებით. მეორე ტაიმის სტარტზე ეზემ დუბლი შეასრულა, რასაც სტუმრებმა რიშარლისონის გოლით უპასუხეს. საბოლოო ანგარიში 76-ე წუთზე ეზემ დააფიქსირა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა.
„არსენალი“ 29 ქულით ლიდერობს პრემიერლიგას, მომდევნო ტურში 30 ნოემბერს, კიდევ ერთი დერბი ელის, ამჯერად სტუმრად „ჩელსისთან“, ხოლო „ტოტენჰემს“ 18 ქულით მეცხრე ადგილი უკავია და ისიც დერბიში „ფულჰემს“ უმასპინძლებს.





