ფეხბურთი

18:45 | 23.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ლოჩოშვილის 90 წუთი და "ნიურნბერგის" ზედიზედ მესამე გამარჯვება

გერმანიის II ბუნდესლიგის მე-13 ტურში „ნიურნბერგმა“ ბილეფელდის „არმინიას“ უმასპინძლა, რომელსაც 2:0 აჯობა.

მიროსლავ კლოზეს გუნდმა მეორე ტაიმის დასაწყისში ორი გოლი გაიტანა და მორიგი სამი ქულა მშვიდად მოიპოვა. ლუკა ლოჩოშვილი გუნდს დისკვალიფიკაციის შემდეგ დაუბრუნდა და დაცვის ცენტრში შეუცვლელად, კარგად ითამაშა. ლუკას II ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 12 მატჩი აქვს ჩატარებული.

„ნიურნბერგს“ 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, ზედიზედ მესამედ მოიგო და 18 ქულით მეცხრე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 29 ნოემბერს, „მაგდებურგთან“ სტუმრად ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095352