დღეს, 22 ნოემბერს, ეროვნული ლიგის 33-ე ტურის ბოლო მატჩი გაიმართა. იმერულ დერბიში „სამგურალმა“ „ტორპედოს“ უმასპინძლა და 2:4 დამარცხდა. დუბლი მიითვალა ტორპედოელთა ნორვეგიელმა შემტევმა ბიორნ იონსენმა (24-ე და 88-ე წუთზე პენალტით), ჯამში 18 გოლი მოუგროვდა და ბომბარდირთა დავას ლიდერობს.
სამგურალელმა გიორგი ფანცულაიამ პირველივე წუთზე გახსნა ანგარიში, რომელსაც ახლა 16 გოლი გაუხდა ჩემპიონატში და ორი ბურთით ჩამორჩება იონსენს. ქუთაისელთაგან თავი ასევე გიორგი კოხრეიძემ (74-ე წთ) და კომნენ ანდრიჩმა (90+11 წთ) გამოიჩინეს, წყალტუბოელთაგან კი ომარ პატარკაციშვილმა (90+1 წთ).
„ტორპედომ“ 56 ქულა მოაგროვა, ერთი პუნქტით გაუსწრო „დინამოს“ და მესამე ადგილზე დადგა.
39-ქულიანი „სამგურალი“ კი მე-6 ადგილზეა.






