ესპანეთის თასის მერვედფინალში დუდა სანაძის „პალმერ ბასკეტი“ „ესტუდიანტესთან“ 77:90 დამარცხდა, მაგრამ ქართველ კალათბურთელს ისევ შესანიშნავი თამაში ჰქონდა.
სანაძემ 23 ქულა მიითვალა, რითაც ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო. აღსანიშნავია, რომ მან ესპანურ კლუბში მეორე მატჩი ჩაატარა, წინა შეხვედრაში 21 ქულა მიითვალა და მაშინაც საუკეთესო იყო.
„პალმერ ბასკეტი“ ესპანეთის თასს გამოეთიშა და ახლა აქცენტს მეორე დივიზიონზე გააკეთებს, სადაც რთული მდგომარეობა აქვს, რადგან ბოლო ადგილზეა.









