ფეხბურთი

16:51 | 18.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები გიბრალტარი დაამარცხა, მაგრამ ჯგუფიდან ვერ გავიდა
მატჩის მიწურულს 7 ფეხბურთელი გააძევეს

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი მოგებით დაასრულა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა.

ვასილ მაისურაძის გუნდმა მესამე ტურში გიბრალტარის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში, 1:0 დაამარცხა. მეორე ტაიმის დასაწყისში ერთადერთი გოლი ხალიდ დოლტმურზიევმა გაიტანა, რამაც მატჩის ბედი გადაწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის მიწურულს გუნდებს შორის მომხდარი ჩხუბის გამო 7 ფეხბურთელები გააძევეს - ოთხი ქართველი და სამი გიბრალტარელი.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა გიბრალტართან მოგებამდე, ხორვატიასა (0:2) და სერბეთთან (1:3) წააგო, შესაბამისად, ჯგუფში სამი ქულით მესამე ადგილი დაიკავა და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა, რადგან საუკეთესო მესამეადგილოსნის მაჩვენებელიც არ აქვს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088232