ინგლისის ნაკრების ლეგენდარული თავდამსხმელი ალან შირერი მიიჩნევს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ თავდამსხმელ ბენიამინ შეშკოში „ლაიფციგს“ ზედმეტი ფული გადაუხადა. მედიის ცნობით, „წითელმა ეშმაკებმა“ ფეხბურთელში ფიქსირებული ანაზღაურების სახით 74 მილიონი გირვანქა გადაიხადეს, ბონუსების ჩათვლით.
„მოთამაშე, რომელიც „იუნაიტედში“ უკეთ უნდა თამაშობდეს, არის ბენიამინ შეშკო. მათ მასში დაახლოებით 70 მილიონი ფუნტი გადაიხადეს. ეს დიდი ფულია, ვიცი, რომ ბაზარი ასე მუშაობს, მაგრამ ეს ძალიან ბევრი იყო. მას რთული დასაწყისი ჰქონდა და სიმართლე გითხრათ, მისგან რაიმე დიდს არ ველი.
შეშკო კარგი მოთამაშეა, მაგრამ არ მგონია, რომ მეტის გაკეთება შეეძლოს. ბენიამინს უკვე რამდენიმე გოლით მეტი უნდა გაეტანა, ვიდრე აქამდე მოახერხა.“ - ციტირებს Betfair შირერის სიტყვებს.






