კალათბურთი

1:36 | 15.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 10 ქულა ევროლიგაში თავის ყოფილ გუნდთან

ევროლიგის მე-11 ტურში თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ „ვირტუს ბოლონიას“ უმასპინძლა, სადაც ქართველი ესპანეთში დაბრუნებამდე თამაშობდა.

მატჩი დაძაბული გამოდგა და ესპანურმა კლუბმა 88:81 მოიგო. ყველაფერი ბოლო მეოთხედში გადაწყდა, რომელშიც „ბარსამ“ 13 ქულით აჯობა მეტოქეს და გამარჯვება დაიმსახურა.

შენგელიამ თავის ყოფილ გუნდთან 25 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი, 10 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა. თორნიკემ 4-დან 1 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.

„ბარსელონა“ ევროლიგაში 7 მოგებით და 4 წაგებით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 20 ნოემბერს, „ანადოლუ ეფესს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.061403