„მანჩესტერის“ ყოფილმა ფეხბურთელმა უეინ რუნიმ კლუბის მიერ დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუნაიტედში“ ბოლო წლებში ბევრი შეცდომა დაუშვეს.
„ბოლო წლებში მათ მხოლოდ ცნობილი სახელები დაიმატეს. შეხედეთ ლუკაკუს, ზლატანს, პოგბას: ისინი კარგი მოთამაშეები არიან, მაგრამ მხოლოდ ცნობილი სახელები დაიმატეს და უზარმაზარი თანხები დახარჯეს. ამ შეცდომების გამოსწორებას დრო დასჭირდება. თუ გადავხედავთ, რა მოხდა „მანჩესტერ იუნაიტედში“ ბოლო ათი წლის განმავლობაში, ზოგიერთ მოთამაშეს სრულიად არასათანადოდ მოეპყრნენ.
ვფიქრობ, ახლა ვხედავთ პროგრესს და ფეხბურთელები ერთმანეთს უკეთ ეცნობიან. მინდა, ბრუნო ფერნანდეში მოედანზე უფრო წინ თამაშობდეს. სიამოვნებით ვნახავდი ამას. თუმცა რეალისტები უნდა ვიყოთ და ვკითხოთ საკუთარ თავს: „მოიგებენ ისინი პრემიერლიგას?“ არა, ისინი ამას ვერ შეძლებენ“, - თქვა რუნიმ.






