კალათბურთი

19:37 | 11.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

დუდა სანაძე ესპანურ გუნდში გადავიდა

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი დუდა სანაძე კარიერას ესპანურ „პალმერ ბასკეტში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

33 წლის ქართველი კალათბურთელი მალიორკულ გუნდს სეზონის ბოლომდე შეუერთდა. დუდა ამ პერიოდის განმავლობაში უგუნდოდ იყო.

„პალმერი“ ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში თამაშობს, სადაც 6 ტურის შემდეგ 1 მოგებით და 5 წაგებით ბოლო, მე-17 ადგილზეა.

დუდა სანაძეს აქამდე არაერთგან უთამაშია, ბოლოს დუბაის „ალ-ნასრის“ წევრი იყო. მას ესპანეთში თამაშის გამოცდილებაც აქვს, სადაც 2018 წელს „გიპუზკოას“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098046