ფეხბურთი

22:12 | 9.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილის საგოლე პასი ავსტრიის ბუნდესლიგაში

ავსტრიის ჩემპიონატში გრაცის „შტურმი“ „ზალცბურგს“ დაუპირისპირდა, ხოლო ოთარ კიტეიშვილმა საგოლე პასი მიითვალა.

ქართველი ფეხბურთელის გადაცემით ანგარიში ლეონ გრგიჩმა 46-ე წუთზე გახსნა, რასაც სტუმრებმა ოც წუთში უპასუხეს და ფრე - 1:1. ოთარი 82-ე წუთზე შეცვალეს.

კიტეიშვილს „შტურმის“ მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 15 მატჩში 8 გოლი აქვს და ორჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო კონკრეტულად ავსტრიის ბუნდესლიგაში 10 თამაშში 6 გოლით და 2 საგოლე პასით გამოირჩა.

„შტურმი“ 22 ქულით მესამე ადგილზეა და 23 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე „ლასკს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096799