ესპანეთის ლიგა ენდესას მეექვსე ტურში „ბარსელონა“ სტუმრად „ჟირონასთან“ 78:96 დამარცხდა და ბოლო შვიდ დღეში მესამე მატჩი წააგო.
თორნიკე შენგელიამ არასრულ 16 წუთში 6 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა, რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტი 4 იყო, 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ერთხელ სამქულიანი ააცილა.
„ბარსელონა“ ცუდ ფორმაშია, ლიგა ენდესაშიც და ევროლიგაშიც ბევრი მარცხი აქვს. „ჟირონასთანაც“ მთელი თამაში მდევრის როლში იყო და დამსახურებულად წააგო.
„ბარსელონა“ 2 მოგებისა და 4 წაგების ბალანსით მე-11 პოზიციაზეა, მომდევნო ტურში 16 ნოემბერს, „ბასკონიას“ შინ დაუპირისპირდება.









