ფეხბურთი

21:10 | 8.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

„იბერიამ“ ლიდერობა დაიბრუნა

დღეს, 8 ნოემბერს, ეროვნული ლიგის 32 ტურის სამი შეხვედრა იმართება. ორი უკვე დასრულდა. „თელავმა“ „დილას“ უმასპინძლა და 0:2 წააგო. „იბერიამ“ კი შინ „სამგურალი“ 2:0 დაამარცხა. ანგარიში 52-ე წუთზე ამირან ძაგანიამ გახსნა, 90+6 წუთზე კი კოტდივუარელმა არმელ ზოურმა იბერიელთა უპირატესობა გააორმაგა.

ახლა „დილამ" და „იბერიამ“ ისევ თანაბარი 68-68 ქულა მოაგროვეს, მაგრამ ლიდერი „იბერიაა“ ურთიერთშეხვედრებში უკეთესი მაჩვენებლის გამო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.173399