დღეს, 8 ნოემბერს, ეროვნული ლიგის 32 ტურის სამი შეხვედრა იმართება. ერთი უკვე დასრულდა. „თელავა“ „დილას“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. მე-7 წუთზე ანგარიში 18 წლის ბურკინაფასოელმა არუნა უატარამ გახსნა. 74-ზე კი განელმა ბლანკსონ ანოფმა სტუმართა უპირატესობა გააორმაგა.
ახლა „დილამ“ 68 ქულა მოაგროვა და ერთპიროვნულად გალიდერდა. 29-ქულიანი „თელავი“ კი ბოლოსწინა მეცხრე ადგილზეა.






