ვანდა ნარას ისტორია საყოველთაოდ ცნობილია - თავის დროზე მაქსი ლოპესს მაურო იკარდისთან რომ უღალატა.
არგენტინელი ლამაზმანი მაქსის გაშორდა და მის მეგობარზე, იკარდიზე იქორწინა. იმხანად ორივე ფეხბურთელი იტალიაში თამაშობდა. მაქსი ლოპესი სიცილიურ „კატანიაში“, სადაც მისი თანაგუნდელი გონსალო ბერგესიო იყო, კიდევ ერთი არგენტინელი.
სწორედ ბერგესიომ გაიხსენა, რომ სიცილიურმა მაფიამ მაქსი ლოპესს შურისძიების მიზნით იკარდის მკაცრად დასჯა შესთავაზა, მაგრამ ლოპესმა მათ უარი უთხრა. როგორც ბერგესიო ამბობს - მაქსი ლოპესმა მაურო იკარდის სიცოცხლე ამ უარით გადაარჩინა.
„მაქსის უთხრეს: გინდა, ამ ბიჭს დავედევნოთ? არა, არა - უპასუხა მაქსიმ. ეს ჩემთვის არავის უთქვამს, მეც იქ ვიყავი. სიცილიურ მაფიას სურდა იკარდის დასჯა, მაგრამ მაქსიმ მისი სიცოცხლე გადაარჩინა“, - გაიხსენა ბერგესიომ.
აღსანიშნავია, რომ წლების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა: იკარდი და ვანდა ნარა დაშორდნენ, მათ შორის ახლა ორი შვილის მეურვეობაზე სასამართლო დავაა, სამაგიეროდ, ვანდას და მაქსი ლოპესს ამჟამად ახლო ურთიერთობა აქვთ, თავიანთ შვილებზე ზრუნავენ, ცოტა ხნის წინ არგენტინაში, მასტერშეფში ერთადაც მიიღეს მონაწილეობა.









