ფეხბურთი

0:10 | 8.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჩეფერინი: "ნაკრებების საკვალიფიკაციო ეტაპის ფორმატის ცვლილებაზე ვმსჯელობთ"

უეფას პრეზიდენტს, ალექსანდერ ჩეფერინს ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი ძალიან მოსწონს. როგორც მან თქვა, ის უკვე წარმატებულია:

„ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი ნამდვილად წარმატებულია. მადლობა ჯორჯო მარკეტის, რომელიც იდეის ავტორია.

ნაკრებების საკვალიფიკაციო ეტაპი? ერთი მხრივ, მართლაც აზრი არ აქვს მატჩს, რომელიც 10:0 სრულდება, მაგრამ მეორე მხრივ, პატარა ერები თუ დიდებს არ შეხვდნენ, ისინი ვერასდროს შეძლებენ საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევას. ამიტომ, კომპრომისი უნდა ვიპოვოთ და ამ საკითხს ვაფასებთ“, - აღნიშნა ჩეფერინმა.

ჯერჯერობით, უცნობია, კონკრეტულად, როგორ შეიძლება შეიცვალოს უეფას საკვალიფიკაციო ეტაპები სანაკრებო ფეხბურთში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170313