ჩემპიონთა ლიგაზე აზერბაიჯანის და კვიპროსის ჩემპიონები ისტორიის წერას აგრძელებენ - „პაფოსმა“ „ვილიარეალი“ დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, ხოლო „ყარაბაღმა“ „ჩელსისთან“ არ წააგო.
„პაფოსი“ შინ „ვილიარეალს“ დაუზავდა, რომელიც მეორე ტამის სტარტზე დერიკ ლუკასენის გოლით 1:0 დაამარცხა. გიორგი მიქაუტაძე 56-ე წუთამდე იყო მოედანზე, დასაწყისში ჰქონდა შანსი გატანის, მაგრამ ახლო მანძილიდან ვერ დაარტყა.
გიორგი მიქაუტაძეს ჩემპიონთა ლიგაზე ოთხ მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ყველა ტურნირზე „ვილიარეალის“ მაისურით 12 თამაშში 4 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს.
„ვილიარეალს“ ჩემპიონთა ლიგაზე ოთხ ტურში ერთადერთი ქულა აქვს, მომდევნო ტურში სტუმრად „დორტმუნდს“ შეხვდება, ხოლო „პაფოსის“ აქტივში 5 ქულაა და „მონაკოს“ დაუპირისპირდება.
„ყარაბაღს“ სამ ტურში 6 ქულა ჰქონდა, რაც მისთვის ისედაც დიდებული შედეგია, ხოლო ამჯერად, „ჩელსისთან“ არ წააგო. ესტევაოს გოლით ბაქოში ლონდონელები მალევე დაწინაურდნენ, მაგრამ პირველი ტაიმი მაინც წააგეს. ლეანდრო ანდრადემ გაათანაბრა, მერე კი მარკო იანკოვიჩმა პენალტით აზერბაიჯანის ჩემპიონი დააწინაურა. მეორე ტაიმის დასაწყისში ენცო მარესკას გუნდმა ქულა ალეხანდრო გარნაჩოს გოლით გადაარჩინა - ფრე 2:2.
„ჩელსის“ და „ყარაბაღს“ ოთხ ტურში 7-7 ქულა აქვთ, მომდევნო ტურში ინგლისელთა მეტოქე „ბარსელონა“ იქნება, ხოლო აზერბაიჯანელთა - „ნაპოლი“.
„ყარაბაღი“ – „ჩელსი“ 2:2 (2:1)
გოლები: 0:1 ესტევაო (16), 1:1 ლეანდრო ანდრადე (29), 2:1 იანკოვიჩი (39)
„პაფოსი“ – „ვილიარეალი“ 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 ლუკასენი (47)









