ჩინეთის სუპერლიგის 29-ე ტურში „შანდონ ტაიშანმა“ „ტიანჯინი“ 2:1 დაამარცხა, ხოლო ვაკო ყაზაიშვილმა მორიგი გოლი გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა მე-17 წუთზე შორი მანძილიდან დალაშქრა მეტოქის კარი და ანგარიში გახსნა. მას დუბლის შესრულებც შეეძლო, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში პენალტი ვერ გაიტანა - მეკრემ აუღო.
ყაზაიშვილს 29 მატჩში 25 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს. 25 გოლით ბომბარდირებში ლიდერია, მაგრამ მხოლოდ ერთი გოლით უსწრებს ფაბიო აბრეუს.
„შანდონი“ 50 ქულით მეხუთეა და სეზონს ამ პოზიციაზე დაასრულებს, რადგან ერთი ტური დარჩა, ბოლო ტურში კი მისი მეტოქე 22 ნოემბერს „ვუჰანი“ იქნება.









