„არსენალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ნაჩო მონრეალმა ისაუბრა „მეთოფეთა“ ყოფილ დამრიგებელ არსენ ვენგერზე მათი ერთად მუშაობის დროს.
„ვენგერის კლუბიდან წასვლა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის სამწუხარო მომენტი იყო, მაგრამ ვიცოდი, რომ ის ძალიან იტანჯებოდა. სანამ მას გაათავისუფლებდნენ, იყო პერიოდი, როდესაც მის გულშემატკივრებს შორის ნამდვილი განხეთქილება მოხდა. სიტყვასიტყვით მახსოვს, როგორც ფეხბურთელს, სტადიონის ერთ მხარეს ვხედავდი ბანერებს წარწერით „ვენგერ, წადი“, შემდეგ კი მეორე მხარეს ბანერებს წარწერით „ვენგერ, დარჩი“. ეს ჩემთვის რთული პერიოდი გახლდათ, განსაკუთრებით კლუბში, სადაც ვგრძნობდი, რომ ყველანი ერთი დიდი ოჯახი ვიყავით. გულშემატკივრები სრულიად გაყოფილი იყვნენ. „მახსოვს, არსენი სავარჯიშო მოედანზე დაახლოებით იმ დროს ვნახე; მან წონაში დაიკლო. საქმე იქამდე მივიდა, რომ მენეჯერმა ჩვენი გამარჯვებების აღნიშვნაც კი შეწყვიტა, რადგან მის გარშემო ატმოსფერო ძალიან ნეგატიური იყო. ვენგერი იყო ადამიანი, რომელიც ფეხბურთელებს უფორმებდა კონტრაქტებს, აწარმოებდა მოლაპარაკებებს კონტრაქტების შესახებ, გეგმავდა სეზონისწინა ვარჯიშებს. ის აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებდა“, - ციტირებს მონრეალის სიტყვებს The Sun.
ვენგერმა „არსენალთან“ ერთად ინგლისის სამი ჩემპიონატი და ასოციაციის შვიდი თასი მოიგო.






