ტურინის „იუვენტუსს“ ლუჩანო სპალეტი ჩაიბარებს. იტალიური მედიის ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება თითქმის შედგა.
სპალეტი „იუვესთან“ კონტრაქტს მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმებს, რომელიც ავტომატურად ერთი წლით გახანგრძლივდება, თუ „იუვე“ სეზონის ბოლოს ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს.
იტალიელი სპეციალისტი იგორ ტუდორს შეცვლის, რომელიც წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს. „იუვენტუსს“ 8-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს (5 ფრე, 3 წაგება), ბოლო სამ შეხვედრაში დამარცხდა და უკანასკნელ ოთხ თამაშში გოლიც არ გაუტანია.
სპალეტი ბოლოს იტალიის ნაკრებში მუშაობდა, ხოლო კარიერის განმავლობაში ასევე, „ნაპოლის“, „ინტერის“, „რომას“, „ზენიტის“, „უდინეზეს“, „სამპდორიას“ და „ემპოლის“ მწვრთნელი იყო.






