ფეხბურთი

16:19 | 28.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

პოლ სქოულზი: "მამარდაშვილი ცუდი არაა, მაგრამ განცდა მაქვს, რომ ყველა დარტყმა გოლით დასრულდება"

ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა პოლ სქოულზმა „ლივერპულის“ კრიზისზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდს ალისონის არყოფნა ძალიან ეტყობა.

როგორც მან თქვა, გიორგი მამარდაშვილი ცუდი არ არის, მაგრამ ისეთი განცდა აქვს, რომ მის კარში ყველა დარტყმა გოლით დასრულდება:

„როდესაც კარგი გუნდი გყავს, ცდილობ მის გაძლიერებას. როდესაც ჩემპიონი ხდები, მაინც ცდილობ ფეხბურთელების მოყვანას. ვფიქრობ, მეკარე დიდი დანაკლისია. ვნახეთ, რამდენად მნიშვნელოვანი არიან მეკარეები და რა თქმა უნდა, ალისონი დიდი დანაკლისია. არ ვამბობ, რომ ეს მეკარე (გიორგი მამარდაშვილი) ცუდად თამაშობს, მაგრამ ისეთი განცდა მაქვს, რომ ყველა დარტყმა გოლით დასრულდება, ეს კარგი არ არის“, - თქვა სქოულზმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულის“ მაისურით დღემდე ყველა ტურნირზე 6 მატჩი ჩაატარა - 3 პრემიერლიგაში, 2 ჩემპიონთა ლიგაზე და 1 ინგლისის ლიგის თასზე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09502