იტალიის სერია A-ს მერვე ტურში რომის „ლაციომ“ „იუვენტუსს“ უმასპინძლა, რომელიც 1:0 დაამარცხა.
მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა: მეცხრე წუთზე ტომა ბაშიჩმა შორი მანძილიდან დაარტყა და ზუსტად. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა და რომაელებმა მნიშვნელოვანი თამაში მოიგეს.
„იუვენტუსზე“ კი რა უნდა ითქვას? ასეთ „იუვენტუსს“ მისი გულშემატკივრები ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდნენ. „იუვე“ 8 ტურში მხოლოდ 12 ქულით მერვე ადგილზეა.
„იუვენტუსმა“ ბოლოს 43 დღის წინ მოიგო, 13 სექტემბერს, როცა „ინტერი“ 4:3 დაამარცხა. მას შემდეგ, 8 მატჩი ჩაატარა მოუგებლად, საიდანაც ჯერ ზედიზედ 5-ჯერ ფრე ითამაშა, მერე ზედიზედ სამჯერ დამარცხდა. „იუვეს“ გოლი თითქმის ერთი თვეა არ გაუტანია, პირველი ოქტომბრის შემდეგ და მას მერე, 4 თამაშზე მეტი გავიდა, სათამაშო დროით - 394 წუთი გოლის გარეშე...






