ფეხბურთი

19:18 | 25.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

მამაცაშვილის და გაგუას საგოლე პასები შვედეთსა და სლოვაკეთში

შვედეთის სუპერეტანის 28-ე ტურში საბა მამაცაშვილის „კალმარმა“ სტუმრად „სუნდსვალი“ 2:0 დაამარცხა, ხოლო ქართველმა მცველმა საგოლე პასი გააკეთა.

კუთხურიდან მამაცაშვილის გადაცემით 53-ე წუთზე ლარს საეტრამ თავით გაიტანა და ანგარიში გახსნა. საბა 89-ე წუთზე შეცვალეს. მამაცაშვილი „კალმარს“ ზაფხულში (სეზონის შუაში) შეუერთდა და 11 მატჩში ერთ გოლთან ერთად ორი საგოლე პასით გამოირჩა.

„კალმარი“ 61 ქულით ლიდერია და უმაღლეს დივიზიონში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.

სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში „დუნაისკა სტრედამ“ „მიხალოვცე“ სტუმრად 4:2 დაამარცხა, გიორგი გაგუა საგოლე პასით და მოპოვებული პენალტით გამოირჩა.

ქართველი ფორვარდი თამაშში 63-ე წუთზე ჩაერთო, როცა მისი გუნდი 1:2 მარცხდებოდა, ხოლო ექვს წუთში საგოლე პასი შეასრულა და დამირ რეჯიჩმა გაათანაბრა. მატჩის ბოლო წუთზე მან პენალტიც გამოიმუშავა, ის საჯარიმოში თორნიკე ძოწენიძემ წააქცია. სტუმართა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ცოტნე კაპანაძემ, ხოლო მასპინძელთა შორის - ძოწენიძემ. გაგუას სლოვაკეთის ჩემპიონატში 2 საგოლე პასი აქვს, ხოლო გოლები ჯერჯერობით თასზე გაიტანა - 2.

„დუნაისკა სტრედა“ 22 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო „მიხალოვცეს“ 18 ქულა აქვს და მეოთხეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099118