ფეხბურთი

17:47 | 23.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

2009 წლის შემდეგ პირველად "იუვენტუსმა" ზედიზედ 7 მატჩი ვერ მოიგო

ტურინის „იუვენტუსმა“ ყველა ტურნირის ჩათვლით ზედიზედ მეშვიდე მატჩი ვერ მოიგო და 2009 წლის შემდეგ მსგავსი ცუდი სერია პირველად აქვს.

„იუვემ“ ბოლო 13 სექტემბერს გაიმარჯვა, როდესაც „ინტერი“ 4:3 დაამარცხა, მას შემდეგ ვერ იგებს: ჯერ იყო ზედიზედ 5 ფრე და ახლა ზედიზედ ორი მარცხი, ბოლო მადრიდის „რეალთან“ (0:1).

2009 წლის გაზაფხულზე ჰქონდა ტურინულ გრანდს უარესი სერია, როდესაც ზედიზედ 8 თამაში ჩაატარა მოგების გარეშე. თუმცა, სულ ეს არაა: „იუვემ“ ბოლო სამ შეხვედრაში გოლიც ვერ გაიტანა „მილანის“, „კომოს“ და „რეალის“ წინააღმდეგ, ხოლო ზედიზედ სამი თამაში უგოლოდ ბოლოს 2011 წელს ჰქონდა ჩატარებული.

იგორ ტუდორის გუნდს სეზონის საშინელი სტარტი აქვს და სულ უფრო ხშირად საუბრობენ, რომ ხორვატ სპეციალისტს გათავისუფლება ემუქრება. „იუვენტუსი“ უახლოეს მატჩს 26 ოქტომბერს, სტუმრად „ლაციოსთან“ გამართავს.

თეგებიიუვენტუსი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095417