„ორლანდო მეჯიქმა“ NBA-ს ახალი სეზონი გამარჯვებით, ხოლო გოგა ბითაძემ შესანიშნავი თამაშით დაიწყო.
„ორლანდომ“ საკუთარ მოედანზე „მაიამი ჰიტი" დაძაბულ ბრძოლაში, 125:121 დაამარცხა. ყველაფერი ბოლო პერიოდში გაირკვა, რომელიც „მეჯიქმა“ ოთხი ქულით მოიგო და გადამწყვეტიც ეს აღმოჩნდა.
ბითაძემ არასრულ 19 წუთში 8 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 3-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა.
„მაიამიში“ საუკეთესო ნორმან პოუელი იყო 28 ქულით და 9 მოხსნით, ხოლო „ორლანდოს“ პაოლო ბანკერომ და ფრიც ვაგნერმა ულიდერეს, რომელთა აქტივში 24-24 ქულა იყო. გარდა ამისა, ბანკეროს 11 მოხსნა და ვაგნერს 6 პასი ჰქონდა.
„ორლანდო მეჯიქი“ მომდევნო მატჩს 25 ოქტომბერს, ისევ საკუთარ მოედანზე „ატლანტა ჰოუქსთან“ გამართავს.









