ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ განაცხადა, რომ ზაფხულში განხორციელებული ტრანსფერებით ძალიან კმაყოფილია.
როგორც ესპანელმა აღნიშნა, ისინი მუშაობენ იმისთვის, რომ აპრილისა და მაისისთვის, როცა სეზონი გადამწყვეტ ფაზაში შევა, მზად იყვნენ:
„წნეხს ბუნებრივად ვუმკლავდებით. ჩვენი შრომით დიდი მოლოდინი შევქმენით და ეს ელიტური ფეხბურთის ნაწილია. გარდა ამისა, ეს მოლოდინი გარედან წარმოიქმნება და ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ. უფრო ყოველდღიურობაზე ვართ ორიენტირებული, იმაზე, რომ გუნდი სწორ გზაზე იყოს, რათა აპრილსა და მაისში, როცა ყველაფერი გადაწყდება, მზად ვიყოთ.
დიახ, ზაფხულში დამატებული ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ. შესანიშნავი სატრანსფერო ბაზარი გვქონდა. წარსულიდან ვსწავლობთ, ისეთი პროფილის ფეხბურთელები დავიმატეთ, რომლებიც გვაკლდა. ახლა ყველაზე რთული ისაა, რომ შევძლოთ, ერთმა ფეხბურთელმა მეორე გააძლიეროს.
სიმეონე? ის შთამბეჭდავია, რაც გააკეთა კლუბში, საოცარია. ის ყველა ასპექტით კონკურენტუნარიანია. გარდა ამისა, ჩოლო მუდმივად ახერხებს საკუთარი თავის განახლებას და გამარჯვებისთვისაა დაბადებული, რაც უკვე დაამტკიცა“, - თქვა არტეტამ.
შეგახსენებთ, რომ ლონდონის „არსენალი“ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში სწორედ მადრიდის „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება.






