ფეხბურთი

13:59 | 20.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჯეიმი კარაგერი: "ვფიქრობ სალაჰი ყველა მატჩს ძირითად შემადგენლობაში აღარ უნდა იწყებდეს"

"ლივერპულის" ლეგენდამ და ამჟამად Sky sport-ის მიმომხილველმა ჯეიმი კარაგერმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" წაგებული (1:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და მოჰამედ სალაჰი გააკრიტიკა. ინგლისელის აზრით ეგვიპტელი შემტევი ყველა მატჩს ძირითად შემადგენლობაში აღარ უნდა იწყებდეს.

"მოჰამედ სალაჰი გუნდის ლიდერია და როგორც გულშემატკივრები, ისე მე მისგან უფრო მეტს ველოდებით. სალაჰი ამ სეზონში ძალიან ცუდად გამოიყურება და ვფიქრობ სლოტი უნდა დაფიქრდეს, რომ ის ყველა მატჩში ძირითად შემადგენლობაში არ დააყენოს. მისი კრიტიკა არ მინდა მაგრამ ფაქტია, რომ სალაჰი დაცვას საერთოდ არ ეხმარება. ამიტომ ვფიქრობ, რომ როდესაც გუნდი "ენფილდზე" თამაშობს და მეტოქეს წნეხის ქვეშ ამყოფებს, ის მოედანზე უნდა იყოს, მაგრამ გასვლით მატჩებში მისი ადგილი სასტარტო თერთმეტეულში არ არის." - განაცხადა კარაგერმა.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ კონკრეტულად პრემიერლიგაში ზედიზედ მესამედ დამარცხდა (ყველა ტურნირზე მეოთხედ), შედეგად, 15 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში „ბრენტფორდს“ ესტუმრება.

რაც შეეხება მოჰამედ სალაჰს, ეგვიპტელს პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 8 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.161865