კალათბურთი

0:16 | 19.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" ზედიზედ მესამე მოგება ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას მესამე ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ „მურსიას“ უმასპინძლა, რომელიც 96:80 დაამარცხა.

გიორგი შერმადინმა 22 წუთში 13 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 5 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა.

„ტენერიფე“ 3 მოგებით ლიგა ენდესაში ლიდერია, მომდევნო ტურში კი 25 ოქტომბერს, „უნიკახას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.167087