ფეხბურთი

23:16 | 18.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალმა“ რამდენიმე საათით დაკარგული ლიდერობა დაიბრუნა

ინგლისის პრემიერლიგის მე-8 ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიანი მატჩი „ფულემსა“ და „არსენალს“ შორის „მეთოფეების“ გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

ლეანდრო ტროსარმა შეხვედრის ერთადერთი გოლი 58-ე წუთზე გაიტანა.

ამ თამაშის შემდეგ, „ფულემი“ ინგლისის პრემიერლიგის ცხრილში რვა ქულით მე-14 ადგილზეა, ხოლო „არსენალმა“ 19 ქულა მოაგროვა და რამდენიმე საათით დაკარგული ლიდერობა დაიბრუნა.

მანამდე „სიტიმ“ ერლინგ ჰოლანდის დუბლით „ევერტონი“ დაამარცხა და ცოტა ხნით ცხრილის სათავეში მოექცა.

„კრისტალ პალასმა“ და „ბორნმუთმა“ ერთმანეთს 3-3 ბურთი გაუტანეს.

„ბრაიტონმა“ კი „ნიუკასლს“ დენი უელბეკის დუბლის წყალობით მოუგო (2:1).

ინგლისი. პრემიერლიგა. მე-8 ტური. 18 ოქტომბერი: ბარნლი - ლიდსი 2:0, ბრაიტონი - ნიუკასლი 2:1, კრისტალ პალასი - ბორნმუთი 3:3, მანჩესტერ სიტი - ევერტონი 2:0, სანდერლენდი - ვულვერჰემპტონი 2:0, ფულემი - არსენალი 0:1.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.17116