კალათბურთი

12:52 | 18.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილმა პრესეზონი 10 ქულით დაასრულა

„ტორონტო რეპტორსმა“ პრესეზონზე ბოლო მატჩი ჩაატარა და საკუთარ მოედანზე „ბრუკლინ ნეტსი“ 119:114 დაამარცხა.

სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე 17 წუთი გაატარა და ხსენებული დრო ნაყოფიერად გამოიყენა: ქართველმა კალათბურთელმა 10 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. მამუკელაშვილმა 5-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამქულიანი ააცილა და საჯარიმო არ უსვრია.

„ტორონტომ“ პრესეზონი დაასრულა, ხოლო NBA-ს ახალ სეზონს 23 ოქტომბერს, სტუმრად „ატლანტა ჰოუქსთან“ მატჩით დაიწყებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091812