ფეხბურთი

10:29 | 16.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

კიმი შესაძლოა სერია A-ში დაბრუნდეს

მიუნხენის „ბაიერნის“ მცველი კიმ მინ-ჯე შესაძლოა სერია A-ში დაბრუნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

სამხდრეთ კორეელი ფეხბურთელით „ბაიერნში“ უკმაყოფილო არიან და არაა გამორიცხული იანვრის სატრანსფერო პერიოდში გაყიდონ, თუ შესაბამისად შეთავაზებას მიიღებენ. კიმი დაუკავშირეს „იუვენტუსს“, რომელსაც ტრავმის გამო გლეისონ ბრემერი გამოაკლდა. გარდა ამისა, ინტერესს იჩენს „მილანიც“.

კიმ მინ-ჯე „ბაიერნმა“ 2023 წლის ზაფხულში „ნაპოლიდან“ 50 მილიონ ევროდ შეიძინა. მან გერმანულ კლუბში ვერ აჩვენა ის ფეხბურთი, რომელსაც „ნაპოლის“ მაისურით აჩვენებდა, როდესაც სერია A-ს სეზონის საუკეთესო მცველი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095812